25.04.2024 | 23:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ილია მეორე: "ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ - იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენს წინაშე დგას"

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა თბილისის სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა.

"ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დღესასწაულს - ტაძრის დღესასწაული, ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რა გამოვიარეთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა.

დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ შვილები აზიარონ სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა ილია მეორემ.

დღის გადაცემები