18.04.2024 | 22:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე: "ვერ მოესწრება ვერავინ!"

ვერ მოესწრება ვერავინ, - ამის შესახებ ხალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იყო თუ არა სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი.

მისი თქმით, საკითხი დღის წესრიგში არასდროს დადგება.

"თქვენ მე მაიძულებთ, რომ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი - ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს! არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ რაღაცა მსგავსი ეთქვა. ვერავინ მოესწრება! პატრიარქი დიდხანს იქნება და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის გადაცემები