25.04.2024 | 00:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა და მას წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა.

"ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,"- წერს პრემიერ-მინისტრი.

დღის გადაცემები