18.04.2024 | 10:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

რუსეთის პატრიარქი მისალოც წერილში ილია მეორეს მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას უსურვებს.

"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 90 წლის იუბილეს.

თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების გზა განუყოფლად დაკავშირებულია ქრისტესთან, რომელიც სიყრმიდანვე შეიყვარეთ. ეკლესიის დევნის მკაცრ დროს თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა.

სასულიერო განათლების წმინდა სერგის დიდ კელიაში მიღების შემდეგ თქვენ შეუდექით გულმოდგინე შრომას იბერიის ეკლესიის სასარგებლოდ, რითაც გაამრავლეთ ღვთით ბოძებული ნიჭი. დაინახეს რა თქვენი ღვთისმოსაობა მეუფეებმა, აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქად“,- ნათქვამია რუსეთის პატრიარქი მისალოც წერილში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად მართავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და თავის მდიდარ გამოცდილებას უხვად უზიარებს ყველას, ვინც პატრიარქთან მიდის, რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ძვირფასი მონაპოვარია.

„მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, გისურვებთ ღვთის დიდებულ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში", - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

დღის გადაცემები