დღის სიახლეები
დღეს გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეა [ვიდეო]
დღეს გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეა. ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე 1891 წლის 17 ნოემბერს ქუთაისში დაბიდა. გალაკტიონმა იმთავითვე დაიმკვიდრა პოეტთა მეფის სახელი. მისმა შემოქმედებამ - „მე და ღამემ“, „მთაწმინიდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ“, „მერიმ“ და სხვა მრავალმა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახალი პოეტური სამყარო, ქართული ბგერების დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი რიტმის, ფერისა და ტონის გადმოცემის უნარი.
მსგავსი