26.04.2024 | 10:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფაშინიანი და ალიევი სამშვიდობო ხელშეკრულებას თბილისში მოაწერენ ხელს - გაზეთი "გრაპარაკი"

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში იგეგმება. ამის შესახებ სომხურ გამოცემა "გრაპარაკზე" დაყრდნობით "ეხო კავკაზა" იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, ალიევი და ფაშინიანი სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. დასავლეთის ვარიანტს მოაწერენ ხელს, ხოლო ამ ცერემონიისთვის თბილისი შემთხვევით არ შეირჩა, რადგანაც სწორედ საქართველო არის დასავლეთის ინტერესების ძირითადი გამტარებელი სამხრეთ კავკასიაში. ასევე, რეგიონი თურქეთის გავლენის ზონაში ექცევა.

"ხელშეკრულების ხელმოწერით სომხეთი არცახზე (მთიან ყარაბაღზე) საბოლოოდ უარს იტყვის. ის არა მხოლოდ იქაური ძალოვანი სტრუქტურების, არამედ ადგილობრივი ორგანოების დაფინანსებას შეაჩერებს. ერევანს მხოლოდ გარკვეული საქველმოქმედო პროგრამების განხორციელების უფლება ექნება, მაგალითად, გაარემონტოს საბავშვო ბაღები," - წერს გამოცემა, რომელიც "საკუთარ წყაროებს" ეყრდნობა.

მანამდე ბაქოშიც და ერევანშიც აცხადებდნენ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, შესაძლოა, წლის ბოლომდე მოხდეს. ხელმოწერის ადგილზე საუბარი არ ყოფილა.

"გრაპარაკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით ოფიციალური სტრუქტურების კომენტარი არც ერევანში, არც ბაქოში, არც თბილისში არ გაკეთებულა. 

დღის გადაცემები