13.12.2024 | 06:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თამარ გაბუნია: "შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც "ომიკრონის" ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს"

ჯანდაცვის მინისტრის პირველის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც "ომიკრონის" ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

მისივე განმარტებით, სიმპტომები, რომელიც "ომიკრონის" მიმდინარეობას ახასიათებს, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე უნდა გაგრძელდეს.

"ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა გაციების და გრიპის შემთხვევაში ჰქონდეს. ასეთ დროს საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.

დღის გადაცემები