13.12.2024 | 05:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კონგრესმენი დენ კრენშოუ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა პოლიტიკურად მოტივირებულია

"რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა, დენ კრენშოუმ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) რეიდი დონალდ ტრამპის სახლში ავტომატურად პოლიტიკური ნაბიჯია.

კონგრესმენის თქმით, რთულია გაამართლო ის, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გააკეთა საიდუმლო დოკუმენტების მისაღებად.

"მე ჯერ კიდევ არ მინახავს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ტრამპს სთხოვეს ამ დოკუმენტების დაბრუნება. ის მათთან ამ საკითხზე უკვე თვეების განმავლობაში თანამშრომლობს. მაშ, რატომ ასეთი უკიდურესი ზომები? ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ ხედავთ "რესპუბლიკელების" ასეთ რეაქციას", - აღნიშნა დენ კრენშოუმ.

დენ კრენშოუმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გათვალისწინებით, ეს უპრეცედენტო ნაბიჯი ავტომატურად პოლიტიკური ხდება.

"ეს ძალიან უპრეცედენტო ზომაა [ტრამპის სახლში ჩხრეკა]. როდესაც ყოფილ პრეზიდენტს დევნით, რომელმაც კვლავ შეიძლება იყაროს კენჭი, ეს ავტომატურად პოლიტიკური ნაბიჯია. ამის სამართლებრივ ასპექტებს პოლიტიკური ასპექტებისგან ვერ გამოყოფთ", - განაცხადა კონგრესმენმა.

დღის გადაცემები