19.04.2024 | 18:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნიუ-იორკი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, თუ დონალდ ტრამპს დააკავებენ

ნიუ-იორკი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება თუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ და დააკავებენ. 

მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახურისა და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 20 მარტს შეხვედრა გამართეს, რათა ყოფილი პრეზიდენტის დაკავებისა და ბრალდების წაყენების ერთობლივი ოპერაციის დეტალები განეხილათ, რომელიც ბრალის წაყენების შემთხვევაში მანჰეტენის რაიონული სასამართლოს შენობაში მოხდება. 

ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი იმედოვნებს, რომ პოლიცია შეძლებს ქალაქში წესრიგის დაცვას და "არასათანადო ქმედებების" თავიდან აცილებას.

ამავდროულად, ნიუ-იორკის მერმა განაცხადა, რომ ოლქის პროკურორთან არ განიხილავს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წარდგენის საკითხს.

ცნობილია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ოლქის პროკურორის ელვინ ბრაგის მიერ სპეციალურად მოწვეული ჯგუფი სწავლობდა საქმის დეტალებს დონალდ ტრამპის მიერ ფულის უკანონო ხარჯვის შესახებ.

პროკურორები მიიჩნევენ, რომ ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მისი ადვოკატის მეშვეობით, 130 000 დოლარი გადაიხადა პორნო მსახიობის სტორმი დენიელსის გასაჩუმებლად. დენიელსი ამტკიცებდა, რომ მას ტრამპთან ათი წლის წინ ჰქონდა რომანი.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია სამშაბათს დააპატიმრონ და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.

დღის გადაცემები