26.04.2024 | 12:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი: "ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობაა - პოლიტიკურ ავაზაკებს არ ჰქონდათ უფლება შტურმით აეღოთ ჩემი სახლი"

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამჟამად აშშ ქვეყანაა, სადაც უკანონობაა.

"საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, პოლიტიკურ ავაზაკებს არ ჰქონდათ უფლება შტურმით აეღოთ მარ-ა-ლაგო [დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში] და მოეპარათ ყველაფერი, მათ შორის პასპორტები და პრივილეგირებული დოკუმენტები. ჩემს სეიფშიც კი შეიჭრნენ. გჯერათ? ეს კანონი შეიქმნა საფუძვლიანი მიზეზით და მუშაობს. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობაა. გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა! ის დაბრუნდება თქვენს გულებში უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა!" აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დღის გადაცემები