24.04.2024 | 18:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება. 

ტრამპმა მხარდამჭერებს ნიუ-ჰემფშირში სიტყვით მიმართა და მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მიმართ მისი კურსისთვის გააკრიტიკა. 

ექსპერტების შეფასებით, ტრამპის ტონი საკმაოდ მკაცრი იყო. 

ამასთან, როგორც CBS News-ი აღნიშნავს, ტრამპი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების კრიტიკაზე, როგორიცაა ომი უკრაინაში, აშშ-ის ჯარების გაყვანა ავღანეთიდან და აშშ-მექსიკის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. 

ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში "რესპუბლიკური პარტიის" მხარდამჭერებს უთხრა, რომ იმაზე მეტად გაბრაზებული და მონდომებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი ამ ეტაპზე "რესპუბლიკური პარტიის" ოფიციალურად გამოცხადებული ერთადერთი კანდიდატია.

დღის გადაცემები