26.04.2024 | 04:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპის მტკიცებით, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, ის პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა

დონალდ ტრამპის მტკიცებით, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, ის პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა.

ტეხასში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მისი წასვლის შემდეგ კი, პუტინმა ბაიდენის სისუსტე დაინახა და უკრაინას თავს ამიტომ დაესხა.

"პუტინი მანამდე არ გაჩერდება, ვიდრე უკრაინას სრულად არ ჩაიგდებს ხელში. როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ომს 24 საათში გავაჩერებ და თავიდან ავიცილებთ მესამე მსოფლიო ომს", - აღნიშნა ტრამპმა.

დღის გადაცემები