18.04.2024 | 15:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან უკვე გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, ჯერ არ იცის, კონკრეტულად როდის გამოაცხადებს კამპანიის დაწყებას. ამის შესახებ ტრამპმა New York Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩემს თავში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, სხვა არაფერი არ მოქმედებს მასზე" , - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „თუ მე გადავწყვეტ კენჭისყრას, გავიმარჯვებ".

მისივე თქმით, ფიქრობს, როდის გამოაცხადოს კამპანიის დაწყება - 2022 წლის შემოდგომაზე შუალედური კონგრესის არჩევნებამდე, თუ მის შემდეგ.

"აცნობეთ ხალხს. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი არც კი იყრის კენჭს, მე რომ ეს გავაკეთო, რადგან გამოკითხვას თუ გადახედავთ, ისინი არც კი დარეგისტრირდებიან. მათ წინააღმდეგ იქნება საპასუხო რეაქცია. ხალხს სურს ჩემი კენჭისყრა", - განაცხადა ტრამპმა.

დღის გადაცემები