13.12.2024 | 05:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პოლონეთი პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, პირველი ატომური ელექტროსადგური პოლონეთში ამერიკული AP1000 რეაქტორების ტექნოლოგიის საფუძველზე იქნება აშენებული.

"ამერიკული ტექნოლოგიის არჩევანი არა მხოლოდ გააძლიერებს პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანი იმპულსი გახდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის", - განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანა მოსკვამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა პოლონეთის სუვერენიტეტისადმი და აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი ორივე ქვეყნის სტრატეგიული მიდგომის მტკიცე დასტურია.

"გრაფიკის თანახმად ვმუშაობთ. პირველი პოლონური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, ხოლო 2033 წელს ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკი შევა ექსპლუატაციაში", - თქვა მოსკვამ.

ცნობისთვის, აქამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ატომური ელექსტროსადგურის მშენებლობა ჯამში 20 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.

დღის გადაცემები