13.12.2024 | 05:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიცია წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებს - ლოგიკას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა

ოპოზიცია წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებს - ლოგიკას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დღეს ოპოზიციაშია, 2003 წელსაც ოპოზიციაში იყო და მაშინ ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვიდნენ, ამიტომ გასაკვირი არ იქნება "ანალოგიური სცენარი თავში რომ გაივლოს ოპოზიციამ".

"ოპოზიცია წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებს და წესით უნდა აწყობდეს ეს ღელვა. მათ აწყობთ საპროტესტო მუხტი იმიტომ, რომ საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი და რევოლუციურმა მუხტმა შეიძლება არჩევნების გზის გვერდის ავლით მიიყვანოს ეს ჯგუფი ხელისუფლებამდე.

ლოგიკას ვხედავ, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა. რომ გავიხსენოთ 2003 წელი, "ვარდების რევოლუცია", ის ხალხი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მაშინაც ოპოზიციაში იყო, მოხდა არჩევნებთან დაკავშირებული უკმაყოფილება და მუხტის აწევა იმ დონემდე, რომ წავიდა შევარდნაძე და ამას მიჰყვა მთელი "მოქალაქეთა კავშირი" და ხელისუფლების ვაკანსია აღმოჩნდა თავისუფალი. ანალოგიური სცენარი თავში რომ გაივლოს ოპოზიციამ არ გამიკვირდება იმიტომ, რომ გამოვლილი აქვთ ეგ გზა, რევოლუციური გზით მივიდა ეს ჯგუფი ხელისუფლებაში თავის დროზე", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

დღის გადაცემები