13.12.2024 | 05:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რატი იონათამიშვილი: "ომი ვინ დაიწყო - ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს: "ნაცმოძრაობა" და ქალბატონი პრეზიდენტი"

"ნაცების" დღევანდელი ნარატივი: ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველის ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია - არ გაუვათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი რატიო იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იონათამიშვილი სვამს კითხვას, რა შეიძლება დაერქვას "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებას აგვისტოს ომის საკითხზე "ღალატის გარდა”.

მისი თქმით, არის "რამდენიმე უმარტივესი სიმართლე":

"1. ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა - "ნაცები" უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ყავს - "ნაცმოძრაობა" და ქალბატონი პრეზიდენტი.

2. სტრასბურგის განხილვის თემა უფლებების დარღვევებს შეეხებოდა - ეს დავა მოვიგეთ.
3. ჰააგის განხილვის თემა ომის დანაშაულს შეეხებოდა - ეს დავაც მოვიგეთ.
4. "ნაცებმა" მთავარი მტკიცებულება, რუსული "ისკანდერის” ნაწილი დამალეს, გამოძიებას არ წარუდგინეს. ის 2013 წლის შემდეგ ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული და წარდგენილი.
"ნაცებმა"მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც რუსებს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზეც ხელი მოუწერეს.
5. ამ ყველაფრის ფონზე, "ნაცებს" კიდევ ყოფნით თავხედობა, ქონდეთ თემის შეტრიალების მცდელობა.
6. მთავარი კითხვა: რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას იმ მოცემულობით და რა შეიძლება დაერქვას მათ ამ ქმედებას ღალატის გარდა?!
8. "ნაცების" დღევანდელი ნარატივი: ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია. არ გაუვათ!!!", - წერს იონათამიშვილი.

დღის გადაცემები