19.04.2024 | 22:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რატი იონათამიშვილი რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე: "ეს იყო პრაქტიკულად სანქცია, რომლის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენაზე სანქციის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის. ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"რაც შეეხება ფრენის საკითხებს, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თავის დროზე იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც რუსეთის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული, თუ ამ სანქციის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება უკეთესი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

დღის გადაცემები