19.09.2024 | 09:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის მაჩვენებელმა დაიკლო [ვიდეო]

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის მაჩვენებელმა დაიკლო. დღიური შემთხვევები 5%-მდე ჩამოვიდა. პრემიერ მინისტრის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქება, შემთხვევათა 4% მდე მიახლოებაზეა დამოკიდებული.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს.

დღის გადაცემები