12.08.2022 | 18:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, უნგრეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, უნგრეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

უნგრეთის მთავრობამ შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა ბუნებრივი აირის შიდა წარმოების ორ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა, ენერგორესურსების ექსპორტის აკრძალვა და მურა ნახშირის შიდა წარმოების გაძლიერება.

გარდა ამისა, დამატებითი ზომები მოიცავს ელექტროსადგურების ხელახლა გაშვებას, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის გაფართოებასა და საშუალოზე მაღალი რაოდენობის ენერგიის მოხმარების მომხმარებლებისთვის საბაზრო ფასის დაწესებას.

დღის გადაცემები