26.04.2024 | 02:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ვეტო დაადო

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

გამოცემის ცნობით, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიჰალი ვარგამ დაადასტურა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის ევროკავშირის ერთობლივი სესხის გამოყოფას ეწინააღმდეგება. 

ბრიუსელში გამართული შეხვედრის თავმჯდომარემ, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანიურამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინის დახმარებას უნგრეთის პოზიცია ვერ შეაჩერებს.

მიუხედავად ამისა, უნგრეთის წინააღმდეგობის პირობებში, ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად ფულადი სახსრების მობილიზება უფრო რთული პროცესი იქნება.

დღის გადაცემები