25.04.2024 | 07:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი: "აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება"

უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა,

მისივე თქმით, 2022 წელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო. უნგრეთი დადგა საფრთხის წინაშე, რომ ის ომში ჩაეთრიათ, ხოლო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ქვეყანა საშიში მიმართულებით მიჰყავს.

ორბანმა დაადასტურა უნგრეთის პოზიციაც, რომ უკრაინაში აუცილებელია ცეცხლი შეწყდეს და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები.

"უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის. თუ ამერიკელებს უნდათ მშვიდობა, მშვიდობა იქნება", – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პოზიციაზე საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ ის "პროუნგრულია".

"კითხვაზე, ისტორიის რომელ მხარეს ვართ, კარგის თუ ცუდის, პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ისტორიის უნგრულ მხარეს ვართ", – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით უკრაინას. ჩვენ დაინტერესებული ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენით და იმით, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რუსეთთან ყველა ეკონომიკური ურთიერთობა დავთმოთ", – განაცხადა ორბანმა.

დღის გადაცემები