26.04.2024 | 14:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ორბანი: "მესამე მსოფლიო ომთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გლობალურ კონფლიქტში გადაზრდის ალბათობა იზრდება. 

"ერთი წლის წინ ჩვენ ყველანი ვიმედოვნებდით, რომ ეს შეიარაღებული კონფლიქტი არ გადაიზრდებოდა ნამდვილ ომში, მაგრამ ახლა ომი ბევრად უფრო სასტიკია, ვიდრე მაშინ, როცა დაიწყო", - აცხადებს ორბანი. 

ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპაში მხოლოდ უნგრეთი და ვატიკანი არიან მშვიდობის მომხრე სახელმწიფოები. 

"საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად გაიყო. არის დასავლეთი და არიან სხვები", - აცხადებს ორბანი. 

ორბანმა თქვა, რომ დასავლელი ლიდერები ომის ციებ-ცხელებაში არიან.

"გერმანელებმა ჩაფხუტით დაიწყეს, ახლა ტანკებზე არიან და მებრძოლების გაგზავნაზე საუბრობენ. ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან", - ამბობს ორბანი. 

დღის გადაცემები