16.08.2022 | 22:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ხელოვნების სასახლის ახალი შენობა გაიხსნა

მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაცია გაიმართა. 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა საქართველოს ხელოვნების სასახლის მომიჯნავედ მდებარეობს. მასში განთავსებულია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომლებიც 3 წლის წინ ხელოვნების სასახლეს გადაეცა, მაგრამ აქამდე, მათი შენახვისათვის სპეციალური და უსაფრთხო სივრცე არ არსებობდა. კოლექციებს შორისაა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაში 1911 წლიდან არსებული უნიკალური ქსოვილის, ასევე  ვერცხლის ფონდები. აღსანიშნავია, რომ გაიხსნა ქართული სამოსის დარბაზი, რომელშიც რეექსპოზიციის შედეგად წარმოდგენილია ქართული სამკაულის ვერცხლის ნაკეთობათა და იარაღის ახალი კოლექციებია.

დღის გადაცემები