25.04.2024 | 08:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
15 ივნისიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

15 ივნისიდან მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით სამუშაოების შედეგად ქუჩა სრულად ჩაიკეტება, რათა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიწისქვეშა კუმუნიკაცია მოწესრიგდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრალური უბნის სრულად ჩაკეტვა, თბილისში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსს კიდევ უფრო გაამძაფრებს, კახა კალაძე მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დისკომფორტი და შეზღუდვა ყველამ უნდა აიტანოს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დეტალური ინფორმაცია საგზაო მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტის შესახებ მერიის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსდება. ასევე, გავრცელდება სატელევიზიო ეთერების საშუალებით. გარდა ამისა, მოსახლეობას ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიეწოდება.

დღის გადაცემები