19.04.2024 | 01:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.

მიზეზი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ცვლილება შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც და მათ მარშრუტი დროებით შეეცვლებათ. დედაქალაქის ცენტრში სატრანსპორტო შეზღუდვები უკვე ძალაშია და ის 26 მაისის შემდეგ მოიხსნება. რაც შეეხება სქემას, თუ როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი შეზღუდვის პირობებში. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს: "რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ ჯავახიშვილის ქუჩიდან, კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება. გადაიკეტება მელიქიშვილის გამზირიც.

დღის გადაცემები