19.04.2024 | 19:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ნაროუშვილი ამ დრომდე გლდანის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

"მინდა წარმოგიდგინოთ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა. ლევანი გლდანის გამგებლის თანამდებობას იკავებდა დღემდე. ის უხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს, წარედგინება საკრებულოს. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა განხორციელდეს",-განაცხადა კალაძემ.

დღის გადაცემები