19.04.2024 | 08:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა ითვალისწინებს, თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისები - ლაშქრობები, საველე ბანაკები (კემპინგი), საჯომარდო ტურები ფასანაურში, ველოტურები თბილისთან ახლო მარშრუტებზე, კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალური საცურაო აუზი ზღვის უბანში.

მისი თქმით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილ იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და შესაბამისი აღჭურვილობით.

დღის გადაცემები