18.04.2024 | 17:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძე - უხვი ნალექის გამო, სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, რის გამოც GWP-მ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ იმისთვის, რომ სუფთა წყალი მიიღოს მოსახლეობამ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა უხვი ნალექის გამო შეექმნა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" წყალმომარაგების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მოსახლეობისთვის სუფთა სასმელი წყალი მიეწოდებინა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" არის კერძო კომპანია და ეს არის მისი საკუთარი ქსელი. უხვი ნალექის გამო, სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რის გამოც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ იმისთვის, რომ სუფთა წყალი მიიღოს მოსახლეობამ. წყლის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება",-განაცხადა კალაძემ.

დღის გადაცემები