23.04.2024 | 06:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეტეხის ხიდზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა იცვლება

თბილისში, მეტეხის ხიდზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა იცვლება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხიდზე მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე დაკეტილი იყო, გაიხსნება და ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ.

"ხიდის ერთი ნაწილი, ნახევარი მონაკვეთი ჩაკეტილი იყო, სადაც უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და დღეს უკვე ვიწყებთ ხიდის მეორე ნაწილის განახლების სამუშაოებს. ხოლო, ის ნაწილი, რომელიც დაკეტილი იყო, გაიხსნება და ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი გახდება და გადავალთ მეორე მხარეს, სადაც ანალოგიურ სამუშაოებს ვიწყებთ. ამ პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები მთლიანად განახლდება და მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამაგრდება ფასადები, თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის შეცვლის გარეშე იქნება რეაბილიტირებული და შენარჩუნებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის გადაცემები