25.04.2024 | 20:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძემ მერის მოადგილედ კახა გულედანი წარადგინა

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას მერის მოადგილის კანდიდატურა წარუდგინა. მისი თქმით, ამ მიმართულებას კახა გულედანი ჩაიბარებს, რომელიც ამ დრომდე, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. თბილისის მერის თქმით, გულედანი იმ მიმართულებას ჩაიბარებს, რომელსაც ილია ელოშვილი კურირებდა.

„კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს. ასევე, წლების წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელიც", -  განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, მუნიციპალიტეტი კი მის მიერ წამოწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

დღის გადაცემები