23.04.2024 | 04:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Die Welt - "შოლცმა უარი თქვა ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნაზე"

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარყო უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მოთხოვნა უკრაინისათვის დამატებით მძიმე შეიარაღების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი უკრაინის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, საუბარი იყო ყველაზე თანამედროვე გერმანული ტანკების, Leopard 2-ის მიწოდებაზე. გერმანული კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ი მზად იყო, კიევისთვის Leopard 2A7-ის 100 ტანკი მიეწოდებინა.

წყაროს ინფორმაციით, ოლაფ შოლცი ზოგადი და ბუნდოვანი იყო შმიგალთან საუბარში. კანცლერმა აბსოლუტურად არ გამოთქვა სურვილი შეეცვალა თავისი ნეგატიური პოზიცია ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით.

გამოცემა Die Welt-ის მოთხოვნის საპასუხოდ, შოლცის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

დღის გადაცემები