24.04.2024 | 23:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შოლცი: "ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ომი რუსეთსა და ნატოს შორის - ასეთ კონფლიქტს მხოლოდ დამარცხებულები ეყოლება მთელ მსოფლიოში"

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ იმის რისკი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა.

"ომი გრძელდება უცვლელი სისასტიკით, თუმცა ამ მომენტში რაღაც შეიცვალა. რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. ეს არის რეაქცია იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი გაავლო" - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ ღრმა უთანხმოებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ კრემლთან დიალოგი გაგრძელდეს.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ომი რუსეთსა და ნატოს შორის. ასეთ კონფლიქტს მხოლოდ დამარცხებულები ეყოლება მთელ მსოფლიოში" - განაცხადა მან.

დღის გადაცემები