20.04.2024 | 06:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ოლაფ შოლცი: "გერმანია Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს"

გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის შესაძლო მიწოდების საკითხს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო დახმარების შესახებ განცხადების გაკეთებამდე აუცილებელია ამ საკითხზე სხვა ქვეყნებთან კოორდინაცია.

"მე ყოველთვის ვფიქრობ სიტუაციაზე. ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად - არასდროს ვიმოქმედებთ მარტო", - აღნიშნა შოლცმა.

კანცლერის თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება და ყველა იმ საშუალებით, რაც მას შეუძლია გამოიყენოს, თუმცა, ახლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი, შოლცის აზრით, რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის თავიდან აცილებაა.

დღის გადაცემები