26.04.2024 | 13:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"წვეულებაზე კანცლერ შოლცის მონაწილეობით, 8 ქალს გაუპატიურების მიზნით სასმელში ნარკოტიკი ჩაუყარეს"

გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები სწავლობენ მტკიცებულებებს კვირის დასაწყისში, მათი პარტიის შეკრებაზე ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების შესახებ, რომელსაც ქალების გასაუპატიურებლად იყენებენ. დაზარალდა მინიმუმ 8 ქალი. საქმე პოლიციასაც გადაეცა.

პარტიის წარმომადგენლები ამ ქალების ჩვენებებს სწავლობენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ კვირის დასაწყისში, პარტიის ზაფხულის ყრილობის შემდგომ წვეულებაზე  ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც როჰიპნოლს გავდა. ამის შესახებ დოიჩე ველე წერს.

ზუსტდება, რომ ერთი შემთხვევა უკვე დადასტურდა შემოწმების შედეგად.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაშიც გავრცელდა.

"აღშფოთებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ნათელი მოვფინოთ ამ წარმოუდგენელ ამბავს"– თქვა სოციალ–დემოკრატების ლიდერმა ბუნდესტაგში კატია მასტმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიულ წვეულებას ესწრებოდა კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელიც შეიძლება ახალი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდეს.

დღის გადაცემები