25.04.2024 | 01:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შოლცის განცხადებით, რუსეთსა და ნატოს შორის ომი დაუშვებელია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავის ამოცანად მიიჩნევს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთსა და ნატოს შორის ომში არ გადაიზარდოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გაზეთ Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"ახლა არ არის ომი რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის, მე როგორც გერმანიის კანცლერი ამას არ დავუშვებ. ამ საკითხზე ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ფედერალურ მთავრობაში და ასევე ფიქრობს საგარეო საქმეთა მინისტრი", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. 

ამასთან, 25 იანვარს ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის "ლეოპარდის" ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. შოლცმა თქვა, რომ გადაწყვეტილება შეთანხმებით და მჭიდრო თანამშრომლობით მიიღეს. 

დღის გადაცემები