18.04.2024 | 01:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის საელჩო: "გერმანიის გადაწყვეტილება უკიდურესად სახიფათოა და კონფლიქტის ესკალაციაა"

ბერლინში მდებარე რუსეთის საელჩო გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის "ლეოპარდ 2"-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რუსეთის საელჩომ გერმანიის გადაწყვეტილება დაგმო და მას "კონფლიქტის ესკალაცია" უწოდა. 

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, გერმანიის გადაწყვეტილება კონფლიქტს დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

"გერმანიის გადაწყვეტილება უკიდურესად სახიფათოა და კონფლიქტის ესკალაციაა. იგი კონფლიქტს დაპირისპირების ახალ დონეზე გადაიყვანს. გერმანია, ისევე როგორც მისი უახლოესი მოკავშირეები, უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტით დაინტერესებული არ არიან. უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე კვლავ გაიგზავნება საბრძოლო ტანკები გერმანული ჯვრებით, რაც აუცილებლად გამოიწვევს არა მხოლოდ რუსი ჯარისკაცების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილსაც. ეს ანადგურებს ურთიერთნდობის ნარჩენებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების ისედაც სავალალო მდგომარეობას, ეჭვქვეშ აყენებს მათი ნორმალიზაციის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

დღის გადაცემები