26.04.2024 | 06:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია - ვუპასუხებთ"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მუქარებზე პასუხისას რუსეთი მხოლოდ ჯავშანტექნიკით არ შემოიფარგლება. ამის შესახებ მან ვოლგოგრადში სტალინგრადის ბრძოლიდან 80 წლის თავზე გამართულ კონცერტზე განაცხადა.

"წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია", - თქვა პუტინმა.

პუტინის შეფასებით, გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევენ, მაგრამ არ დააკონკრეტა ვინ.

"ვინც გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევს და უფრო უპასუხისმგებლოდ აცხადებს ამის შესახებ, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე, მათ, ვისაც ბრძოლის ველზე სურს რუსეთზე გამარჯვების მოპოვება, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად სხვანაირი იქნება.

ჩვენ ტანკებს მათ საზღვრებთან არ ვაგზავნით, მაგრამ გვაქვს ის, რითაც ვუპასუხებთ და ეს ჯავშანტექნიკის გამოყენებით არ შემოიფარგლება. ყველას უნდა ესმოდეს ეს", - დასძინა პუტინმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთს მსოფლიოში "ბევრი მეგობარი ჰყავს", მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

დღის გადაცემები