13.12.2024 | 05:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ საარბიტრაჟო პროცესს იწყებს

აზერბაიჯანი იწყებს სახელმწიფოთაშორის საარბიტრაჟო პროცესს სომხეთის წინააღმდეგ და ითხოვს ფინანსურ კომპენსაციას ერევნისგან, მის ტერიტორიაზე მდებარე ენერგეტიკული ობიექტების უკანონო ფუნქციონირებისთვის 1991 წლიდან 2020 წლამდე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Turan-ი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ სომხეთმა "არალეგალურად გამოიყენა სარსანგის წყალსაცავზე მდებარე თარტარის ჰიდროელექტროსადგური, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ააშენა 37 მცირე ჰიდროელექტროსადგური, საიდანაც გამომუშავებული ელექტროენერგია სომხეთში გადიოდა.

ამ მიზნით, სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, ერთიანი ენერგეტიკული სისტემა ჩამოაყალიბა" , - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ "სომხეთმა უკანონოდ გამოიყენა ჩარდაღლის ქვანახშირის მაღარო და ასევე დაშალა ევლახ-ნახიჩევანის გაზსადენი", რის შედეგადაც ავტონომიური რესპუბლიკის გაზის მიწოდება შეწყდა.

დღის გადაცემები