21.09.2024 | 06:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალექსანდრე ლუკაშენკო: "რუსეთის სპეცოპერაციაში ვმონაწილეობთ, ამას არ ვმალავთ, მაგრამ არავის ვკლავთ"

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფედერაციის ე.წ. სპეცოპერაციაში მონაწილეობს, მაგრამ არ აგზავნის თავის სამხედროებს და მისი ამოცანა ბელარუსზე დარტყმის აღკვეთაა.

"რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ჩვენ იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ, მაგრამ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსის ამოცანაა პირველ რიგში, თავიდან აიცილოს ამ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე.

"მეორე ის, რომ არ დაუშვას პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციის საფარქვეშ ბელარუსზე დარტყმის განხორციელება", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

დღის გადაცემები