25.04.2024 | 20:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს იწყებენ

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, წვრთნები, რომელსაც მისი საჰაერო ძალები რუსეთთან ერთად დღეს იწყებს, თავდაცვითი ხასიათისაა.

"სწავლება წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, ეს იქნება ღონისძიებების ერთობლიობა ჩვენი და რუსული ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესასრულებლად", - აღნიშნულია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში.

უწყების განმარტებით, წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები 1-ელ თებერვლამდე გაგრძელდება.

დღის გადაცემები