26.04.2024 | 00:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსანდრე ლუკაშენკო: "ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია - რთული დრო მოითხოვს ვაჩვენოთ პოლიტიკური ნება და ერთგულება"

ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია მსოფლიოში ცვალებად ვითარებაზე , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რთული დრო პოლიტიკურ ნებასა და ერთგულებას მოითხოვს ბელარუსისა და რუსეთის ურთიერთობების წინსვლაში შედეგების მისაღწევად.

"რთული დრო მოითხოვს ჩვენ ვაჩვენოთ პოლიტიკური ნება და ერთგულება ორმხრივი დღის წესრიგის ყველა საკითხში შედეგების მისაღწევად... არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერის თქმით, ბელარუსი და რუსი სპეციალისტები ბევრს მუშაობდნენ რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს პროგრამებზე, რომლებიც მან და ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები არც ბელარუსებს და არც რუსებს არ გაუცრუებს იმედს და გააუმჯობესებს მათ კეთილდღეობასა და ხვალინდელი დღისადმი რწმენას", - დასძინა ლუკაშენკომ.

დღის გადაცემები