27.04.2024 | 04:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი შოიგუ: "ნატო-ს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან გააქტიურება და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება კონფლიქტის გაფართოების რისკს ქმნის"

ნატო ზრდის საბრძოლო მზადყოფნას და აძლიერებს აქტივობებს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან, რაც ქმნის უკრაინის კონფლიქტის გაფართოების რისკს, მაგრამ არ იმოქმედებს სპეცოპერაციის შედეგზე, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

"ნატო იღებს ზომებს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად, აძლიერებს საბრძოლო მომზადებას და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქმედებებს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან. უახლოეს მომავალში, ფინეთი გახდება ალიანსის წევრი. ეს ყველაფერი ქმნის კონფლიქტის მნიშვნელოვანი გაფართოების რისკებს, მაგრამ ეს არ იმოქმედებს სპეცოპერაციის შედეგზე", - განაცხადა შოიგუმ.

შეგახსენებთ, ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება.

დღის გადაცემები