24.04.2024 | 21:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსული მედია: "გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდა"

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსი, მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ი დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს თქმით, გრიფიტსი გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გენერალურ მდივანთან, რებეკა გრინსპანთან, ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი ვერშინინთან მართავს მოლაპარაკებებს.

როგორც დასავლური მედია წერს, ივლისში გაერო-ს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, ექვს მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი მოხდა უკრაინიდან.

თავდაპირველი შეთანხმება ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში გრძელდება და ვადა მომავალ თვეში იწურება.

კვირის დასაწყისში გრიფიტსმა განაცხადა, რომ ის "გონივრულად დარწმუნებულია", რომ შეთანხმება შესაძლოა გახანგრძლივდეს.

დღის გადაცემები