24.04.2024 | 20:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მშვიდობა 2023 წელს მიიღწევა

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, პესიმისტურად არის განწყობილი, რომ კონფლიქტის დასრულება მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

"უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში ეფექტური სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. მიმაჩნია, რომ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მოგვიწევს მოცდა, სანამ სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები გახდება შესაძლებელი. მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი მოლაპარაკებები შესაძლებლად არ მიმაჩნია", - განაცხადა გუტერეშმა.

ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მშვიდობა 2023 წელს მიიღწევა.

მან ისაუბრა იმ შედეგებზე, რაც ომმა უკრაინელ ხალხს, რუსეთის საზოგადოებისა და გლობალურ ეკონომიკას, რომელიც ზარალს განიცდის საკვებსა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდით.

"ეს ყველაფერი არის მიზეზი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა 2023 წლის ბოლომდე განხორციელდეს", - განაცხადა გუტერეშმა.

დღის გადაცემები