24.04.2024 | 12:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაერო-ში რუსეთის ელჩი: "რუსეთი ევაკუირებულ ბავშვებს უკრაინაში დააბრუნებს, როდესაც იქ უსაფრთხო პირობები იქნება"

რუსეთი აპირებს კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებული ბავშვების უკრაინაში დაბრუნებას, როდესაც იქ საკმარისად უსაფრთხო პირობები იქნება, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

"გვინდოდა, რომ მათთვის თავიდან აგვეცილებინა ის საფრთხე, რომელიც, შეიძლება, სამხედრო მოქმედებების გამო დაემუქროთ. სულ ესაა. რუსეთში ძალით ჩამოყვანილი ბავშვების საკითხი სრულიად გადაჭარბებულია", - თქვა ნებენზიამ.

გაერო-ს საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია ომის დანაშაულად ითვლება. კომისიის მტკიცებით, არსებობს მტკიცებულება ასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთში უკანონო გადაყვანის შესახებ.

დღის გადაცემები