26.04.2024 | 12:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაერო-ში რუსეთის ელჩი: "მოვუწოდებთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, გააკეთოს ყველაფერი, უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" გამოყენებით პროვოკაციის განხორციელების თავიდან ასაცილებლად"

რუსეთი გაერო-ს ხელმძღვანელს, ანტონიო გუტერეშს მოუწოდებს, გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ "ბინძური ბომბის" პროვოკაცია არ განახორციელოს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელის, ვასილი ნებენზიას წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა.

"მოვუწოდებთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია ამ საზარელი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ კიევის რეჟიმის მიერ "ბინძური ბომბის" გამოყენებას ბირთვულ ტერორიზმის აქტად მივიჩნევთ", - ნათქვამია წერილში.

ვასილი ნებენზიას მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, "ეს პროვოკაცია შესაძლოა განხორციელდეს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით" და რუსეთი მოუწოდებს "დასავლეთის ქვეყნებს, გავლენა მოახდინონ კიევის რეჟიმზე, რათა უარი თქვას მის სახიფათო გეგმებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას."

დღის გადაცემები