23.04.2024 | 20:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პრემიერი: "განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს"

პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათალიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია ll-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

"განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო  დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს!

განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში. 
თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით  გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!", – აღნიშნავს პრემიერი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.

დღის გადაცემები