13.12.2024 | 05:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"მხარდაჭერა მომიტინგეებს, რომელთა ლეგიტიმაცია სრულია" - საფრანგეთის ოპოზიცია მაკრონს აკრიტიკებს მისი განცხადების გამო, რომ "ბრბოს ლეგიტიმაცია არ აქვს"

საფრანგეთის ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ "ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს".

როგორც ფრანგული ტელეარხი BFMTV იუწყება, ათასობით ფრანგი კვლავ ქუჩაში გამოვიდა სამშაბათს საღამოს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობამ პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო.

საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატის აღშფოთება გამოიწვია.

"ის [მაკრონი] არ უსმენს [ხალხს]. გამუდმებით ცეცხლზე ნავთს ასხამს. მხარდაჭერა მომიტინგეებს, რომელთა ლეგიტიმაციაც სრულია", - განაცხადა ოპოზიციური პარტია "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" დეპუტატმა, ანტუან ლომანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი მანუელ ბომპარი კი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი მოქმედებს როგორც "ელიზეს ციხეში გამომწყვდეული ერთგვარი გიჟი, რომელსაც არ სურს არავის მოსმენა".

"ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ აზრს არჩეული თანამდებობის პირების მეშვეობით, არიან ისინი, ვინც არ მოგცათ მანდატი ამ [საპენსიო] რეფორმისთვის, ვინც არ მოგცათ უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში", - აღნიშნა სენატორმა რემი კარდონმა.

დღის გადაცემები