26.04.2024 | 08:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი: "თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ომი, შესაძლოა, მთელ კონტინენტზე გავრცელდეს"

თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ახალი ომი ევროპის მთელ კონტინენტს მოიცავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1/LCI-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მშვიდობის დღეს დისკუსია დასჭირდება. უპირველეს ყოვლისა, გარანტიები უკრაინის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც ზავისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის ასეთი გარანტიების მიცემაზე უარის თქმა მოახდენს ინტეგრალური ომის პროვოცირებას, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია რუსეთის შიში, რომ ნატო მის კარს მიუახლოვდება, ეს არის იარაღის განლაგება, რომელმაც, შესაძლოა, მას საფრთხე შეუქმნას", - განაცხადა მაკრონმა.

დღის გადაცემები