26.04.2024 | 12:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მაკრონი: "პუტინთან ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კონტაქტს, იზოლაცია ყველაზე ცუდია"

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ღია დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობის მომხრეა. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ყოველთვის ვინარჩუნებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის", - თქვა მაკრონმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების სამხედრო გზას ვერ ხედავს.

"უკრაინელების გადასაწყვეტია, მაგრამ გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია", - თქვა მან.

დღის გადაცემები